0 %

Instructions in ქართული

Calculate
floorpane
Calculate how much laminate you will need for your room quickly and simply
Installation and maintenance

დაგებამდე, დაგების დროს და მის შემდეგ კლიმატური პირობები ოთახში უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰაერის ტემპერატურა ოთახში > +18° С;
  • იატაკის ზედაპირის ტემპერატურა > +15° С;
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 40% - 70%.
    instructions-5
    instructions-5

დაგების დაწყებამდე, შეფუთვის გაუხსნელად, 48 საათით მოათავსეთ ლამინირებული იატაკი ოთახში, სადაც შემდგომში მოხდება მისი დაგება.

instructions-6

ყველა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს ზოგად ტექნიკურ მოთხოვნებს და მოქმედი ნორმატივების გათვალისწინებით უნდა იყოს ვარგისი დაგებისთვის. ზედაპირის დაგებისთვის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს შემდეგი მოთხოვნების დაცვას:

  • სიმშრალე; ტენის შემცველობის ნორმა (მითითებულია წონითი ტენიანობა) გადახურვის ფილებისთვის - 4%, ქვიშა-ცემენტის მოჭიმვებისთვის - 5%, ფიცრის ძირისთვის - არაუმეტეს 7%-სა.
    instructions-7
  • სიგლუვე (იატაკის დონის მაქსიმალური სხვაობა ერთ მეტრზე არაუმეტეს 3 მმ–სა);
    instructions-2
  • სიმყარე/მზიდუნარიანობა;
  • ზედაპირის სისუფთავე.
    instructions-3

უნაკერო იატაკის გარდა დაგება აგრეთვე ხდება პვქ–იატაკზე, ლინოლეუმის, რეზინის ან ხის საფარზე, თუ ისინი შეესაბამება ზემოაღნიშნულ პირობებს.

უვარგისად ითვლება იატაკის საფეიქრო საფარი. შეზღუდულად ვარგისია დაგებისთვის თბილი იატაკი ელექტრო გათბობით

იატაკის ლამინირებული ზედაპირის დაგება შესაძლებელია იატაკზე, რომელიც თბება წყლით. ამ შემთხვევაში ისარგებლეთ წყლით გათბობის მქონე იატაკის მწარმოებლის ინსტრუქციებით.

თბილი იატაკი ელექტრო გათბობით პრინციპულად ვარგისია ლამინირებულ იატაკთან გამოყენებისთვის, თუკი სათბობი ელემენტები ჩაშენებულია უნაკერო იატაკში ან ბეტონის იატაკში და არ დევს იატაკზე აფსკური ელექტროგამათბობლის სახით.

ყურადღება! ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 28°C.

instructions-28c

თბილი იატაკი რეგულირებადი აფსკური ელექტროგამათბობლის ბაზაზე შესაძლებელია, ვარგისი იყოს ლამინირებულ იატაკთან გამოყენებისთვის, თუ გამათბობლის მწარმოებელი უზრუნველყოფს, რომ ზედაპირის ტემპერატურა არასოდეს 28°C –ზე მაღალი არ იქნება. სტანდარტული თბილი იატაკი აფსკური ელექტროგამათბობლის ბაზაზე ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებისას გამოიმუშავებს ზედაპირის ტემპერატურას, რომელიც ბევრად აღემატება 28°C, და ამიტომაც დაგებისთვის როგორც ძირი უვარგისია.

  1. დაგების წინ შეამოწმეთ ცალფიცრები შესაძლო ხილული დეფექტების არსებობაზე. დაზიანებულ ცალფიცრებზე დაგება აკრძალულია.
    instructions-13
  2. ლამინირებული იატაკის ასაწყობად დაგჭირდებათ: რულეტი, ფანქარი, ხერხი, განმბრჯენი კედლამდე მანძილის დასაცავად, 0,2 მმ სისქის პოლიეთილენის აფსკა, ხმის საიზოლაციო ქვესადები არაუმეტეს 3 მმ სიმაღლისა და, ზოგიერთ შემთხვევაში წებო.
    instructions-9
  3. უნაკერო ან მინერალური ძირის მქონე ზედაპირი სრულად უნდა დაიფაროს ნესტდამცავი პოლიეთილენის აფსკით. ამასთან, პირაპირებზე აფსკის ზოლები უნდა დაიგოს ერთმანეთზე არანაკლებ 200 მმ–ის გადაბმით. აგრეთვე ყველა ძირისთვის რეკომენდებულია ხმის საიზოლაციო სარჩული. სარჩული იდება პირაპირ, ერთმანეთზე გადაბმის გარეშე.
    instructions-10
    instructions-11
    instructions-12
  4. ლამინირებული იატაკის საფარის ელემენტები ყოველთვის იგება „მცურავი“ ხერხით.
  5. ცალფიცრების დასაგებ ზედაპირთან უმოძრავი გამაგრება (წებო, შურუპები, ლურსმნები) დაუშველებია.
    instructions-8
  6. მომიჯნავე რიგების ცალფიცრების პირაპირის მინიმალური წანაცვლება 200 მმ–ია.
    instructions-19
  7. ყველა მყარი სამშენებლო ზედაპირის საკომპენსაციო ღრეჩო 8–10 მმ–ია.
    instructions-17
  8. ყველა კარის სიოში, გადასასვლელში, რთული კონფიგურაციის მქონე ოთახებში, აგრეთვე ოთახებში, რომელთა სიგრძე ან სიგანე 10 მ–ზე მეტია, დააყენეთ გადამყვანი/ ზღურბლი.
    instructions-25
    instructions-26
  9. რეკომენდებულია იატაკის საფარის ისე დაგება, რომ სინათლე ოთახის ფანჯრიდან ცალფიცრების პირაპირის პარალელურად, გრძივი მხრით ეცემოდეს. ამ შემთხვევაში ნაკერები იატაკის საფარზე ნაკლებად შესამჩნევი იქნება.
  1. დაათვალიერეთ ცალფიცრები, იპოვეთ მათზე კილო (A) და ქიმი (B).

    instructions-14

    პირველი რიგის დაგება ოთახის შორეული მარცხენა კუთხიდან დაიწყეთ. დააგეთ ასე, რომ ცალფიცრის ორივე მხარე ქიმით (B) კედლისკენ იყოს მიმართული. დაგების დაწყებისას, დააყენეთ განმბრჯენები, კედლამდე მანძილის დასაცავად.

    instructions-15
    instructions-17

    ააწყეთ რიგი, ცალფიცრების ერთმანეთთან განივი მხრით შეერთებით, შემდეგნაირად: პირველ და ყოველ მომდევნო დაგებულ ცალფიცარს მიადეთ ახალი, ქიმის, უკვე დაგებული ელემენტის კილოში შესაბამისი კუთხით შეყვანით. შემდეგ ძირს დაუშვით მანამდე, სანამ მთლიანად არ დაწვება იატაკზე.

    instructions-16
  2. პირველი რიგის ბოლო ცალფიცარზე გაზომეთ საჭირო მანძილი და გადახერხეთ ელემენტი ნიშნულზე. მეორე რიგის დაგება დაიწყეთ პირველი რიგის ცალფიცრის დარჩენილი ნაწილიდან, თუ მისი სიგრძე არანაკლებ 200 მმ–ია. ყოველი შემდეგი რიგის დაგება დაიწყეთ წინა რიგის ცალფიცრის დარჩენილი ნაწილიდან.

    ყურადღება! დაგებისას, ცალფიცრების ტორსული პირაპირები წინა რიგის ცალფიცრების პირაპირების მიმართ მინიმუმ 200 მმ–ით გადაწეული უნდა იყოს. ნაზოლით ან/და განსაკუთრებული დეკორით (როგორიცაა ფილების იმიტაცია) დაგებისას, დააკვირდით, რომ გადაწევა იყოს თანაზომიერი და შეესაბამებოდეს ნაზოლსა და ნახატს.

    instructions-19
  3. მეორე და ყოველი შემდგომი რიგის აწყობა დაიწყეთ ცალფიცრების ერთმანეთთან განივი მხრით შეერთებით.

    მას შემდეგ, რაც რიგი აწყობილი იქნება, ოდნავ აწიეთ ის და ძირს დაუშვით, რიგის მთელი სიგრძის საკეტის სრულ დაკეტვამდე.

    instructions-20
    instructions-21
    instructions-22
    instructions-23
  4. იმისთვის, რომ ბოლო რიგის ელემენტები მაქსიმალურად ზუსტად მოაჭრათ:

    • იმ ცალფიცრის მეშვეობით, რომელიც განლაგებულია მანძილზე 8–10 მმ კედლიდან, მონიშნეთ ბოლოს წინა რიგი;
    • მოახდინეთ ამ რიგის დეინსტალირება და მოჭერით ცალფიცრების ზედმეტი ნაწილები თქვენი მონიშვნის მიხედვით;
    • დააგეთ ბოლოს წინა რიგი ახალი ცალფიცრებით;
    • მოჭრილი ცალფიცრების რიგი გამოიყენეთ როგორც დამამთავრებელი.

საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების სათავსებში დაგებისას უნდა გაითვალისწინოთ ასეთი სათავსებისთვის დამახასიათებელი ტენიანობის საშუალო დონე. ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ელემენტების სპეციალური წებოს მეშვეობით შეწებება. წებო ისმევა ზედა ქიმზე ისე, რომ ელემენტების დაგებისას წებოს ნარჩენები ელემენტის ყველა შემაერთებელ ნაკერზე გარეთ გამოდიოდეს. წებოს ნარჩენები შეიძლება მოაცილოთ ცალპიცრის ზედა ნაწილიდან დაუყოვნებლივ, ან როდესაც წებო ოდნავ გაშრება.

instructions-31
instructions-32
instructions-33

ყურადღება! დარწმუნდით, რომ წებოს წასმის შემდეგ ცალფიცრებს შორის ღრეჩოები არ დარჩა.

რეკომენდებულია კარის ჩარჩოს დამოკლება ლამინირებული იატაკის საფარის და სარჩულის სიმაღლეზე. შემდეგ იატაკის საფარი უნდა დააგოთ ისე, რომ ცალფიცარი კარის ჩარჩოს ქვეშ შედიოდეს, ამასთან საკომპენსაციო ღრეჩო (8–10 მმ) იატაკის საფარსა და კედელს ან/და სხვა იატაკს შორის დაცული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგებას ასეთ კარის ჩარჩოსთან ამთავრებთ, ამ მონაკვეთზე უკვე დაგებული ცალფიცრის კილოს ქვედა შვერილ ნაწილზე არსებული საკეტელა ხვეწით უნდა მოაცილოთ, რათა ახალი ცალფიცარი სწორად ჩაისვას. ამ მონაკვეთზე შეერთებას სპეციალური წებო უზრუნველყოფს.

თუ კარის ჩარჩო დამოკლებას არ ექვემდებარება, როგორიცაა, მაგალითად, ლითონის ჩარჩო, ნაკერები ლამინირებულ იატაკსა და კედელს ან/და სხვა იატაკს შორის ელასტიური მასით უნდა ამოივსოს ან შესაფერისი დაბოლოების პროფილებით უნდა დაიხუროს.

  • გაზომეთ მილების მდებარეობა და მონიშნეთ ცალფიცარზე საკომპენსაციო ღრეჩოს გათვალისწინებით.
  • გახვრიტეთ მილების დიამეტრზე მინიმუმ 16 მმ–ით მეტი ზომის ხვრელები.
    instructions-27
  • მოხერხეთ ცალფიცრის ნაწილი 45° კუთხით ხვრელების მიმართ
    instructions-28
  • ამოჭრილი ნაწილი მოარგეთ დანარჩენებს და მიაწებეთ.
    instructions-29
  • ავეჯის ფეხებზე დააყენეთ ქეჩის საფენები.
    instructions-S1
  • მძიმე ავეჯი, გადაყენებისას, წამოწიეთ.
    instructions-S4
  • დივანის და სავარძლების გორგოლაჭები რბილი ტიპის უნდა იყოს.
    instructions-S2
  • დაასუფთავეთ იატაკი არა სველი, არამედ ოდნავ დანამული ტილოთი.
    instructions-S5
    instructions-S6
  • იატაკზე წყლის დაღვრისას, დაუყოვნებლივ დაასუფთავეთ ის.
    instructions-S10
  • არ გამოიყენოთ აბრაზიული საწმენდი ნივთიერებები და სხვა საშუალებები, რომლებმაც, შეიძლება, დააზიანონ იატაკის საფარი.
  • არ მოხვეწოთ იატაკი, არ დაფაროთ სანთელით ან ლაქით.
    instructions-S11
  • დაშვებულია მშრალი დალაგების მტვერსასრუტის გამოყენება.
    instructions-S9
  • დაუშვებელია სველი დალაგების მტვერსასრუტების და ორთქლსაწმენდების გამოყენება.
    instructions-S12
  • დაიცავით იატაკის საფარი უხეში ტალახისგან, შესასვლელ ზონაში გამოიყენეთ ტალახის დამჭერი ხალიჩები.
    instructions-S3
  • იატაკის საფარის საწმენდი საშუალებები უნდა იყოს ალკოჰოლის ან ძმრის საფუძველზე. საწმენდ საშუალებად, შეიძლება, გამოყენებული იქნას ბენზინი, ლაქის მოცილების საშუალებები, უნივერსალური ლაქების ამომყვანი.
  • დაუშვებელია ისეთი საწმენდი საშუალელების გამოყენება, რომლებიც ტოვებს აფსკას. მათ მიეკუთვნება ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, თხევადი საპონი და ა.შ.
    instructions-S7
    instructions-S8
  • თუკი, ლამინირებული იატაკის გამძლეობის მიუხედავად, მაინც გამოვლენილი იქნება დაზიანება, პატარა დაზიანებული ადგილები, შეიძლება, შეაკეთოთ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი მაყალიბებელი პასტით. მთელი ცალფიცრის დაზიანების შემთხვევაში, მის შესაცვლელად მიმართეთ სპეციალისტს. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს მიმწოდებელს.
  1. წინამდებარე გარანტია ვრცელდება ლამინირებულ იატაკის საფარზე LA MOENA, რომელიც დაგებულია საცხოვრებელ ბინებში, დაგების და ექსპლუატაციის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
  2. საგარანტიო შემთხვევაა იატაკის საფარის ცალფიცრის დაზიანება, დამცავი ფენის და მის ქვეშ არსებული დეკორატიული ქაღალდის გაცვეთის ან სრული მოცილების სახით. ეს დაზიანება კარგად შესამჩნევი უნდა იყოს და მისი ზომა არანაკლებ 1 სმ–ს აღწევდეს.
  3. უმნიშვნელო შენატყლეჟი ზედაპირზე, ნაპრალებისა და მონატეხების გარეშე, რომლებიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების ვარდნის შედეგად, საგარანტიო შემთხვევებს არ მიეკუთვნება.
  4. გარანტია არ ვრცელდება წმინდა გარე დაზიანებებზე, მაგალითად, დაბინძურებაზე ავეჯის საგნებით ფხეკის შედეგად, ან შენატყლეჟებზე.
  5. გარანტია არ ფარავს ზარალს, რომელიც გამოწვეულია იატაკის საფარის არა დანიშნულებისამებრ გამოყენებით, ავარიებით, დაუძლეველი ძალის გარემოებების ზემოქმედებით და სხვა გარემოებებით, რომლებიც საცხოვრებელი ბინისთვის ტიპიური არ არის.
  6. არ შეიძლება გარანტიის სხვა პირისთვის გადაცემა, ის ეკუთვნის მხოლოდ პირდაპირ მყიდველს.
  7. დაზიანებული იატაკის საფარის დაგების და დემონტაჟის ხარჯები გარანტიიდან გამოირიცხება.
  8. მწარმოებელი იტოვებს უფლებას, საგარანტიო შემთხვევის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საკუთარი წარმომადგენლების ან დისტრიბუტორის წარმომადგენლების სახით, დაათვალიეროს ობიექტი, სადაც დაგებული იქნა იატაკის საფარი, დაგებასა და ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად.

* გარანტია ვრცელდება ლამინატის ზედაპირის გაცვეთაზე
1)კლასი
2) გარანტიის ვადა სახლში გამოყენებისთვის
3) გარანტიის ვადა კომერციული გამოყენებისთვი